Sunday, December 11, 2016

ტრენინგის მე-9 დღე

დღეს წარვადგინეთ პროექტები,გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს,მივიღეთ რეკომენდაციები და პროექტები ავტვირთეთ დრაივზე.
დიდი მადლობა მარეხს,ძალიან საინტერესო კურსი იყო.

Saturday, December 10, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

განვიხილეთ დიფერენცირებული დავალებების ნიმუშები და შევადგინეთ ჩვენს პროექტზე მორგებული დიფერენცირებული დავალებები.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციისათვის ხარაჩო და დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.

Sunday, December 4, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

განვიხილეთ შეფასების მეთოდები და სტრატეგიები.ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტები.

Saturday, December 3, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

დავწერეთ პროექტის პროცედურები,შემდეგ წყვილებში ვიმუშავეთ,გავუზიარეთ ერთმენეთს ჩვენი გეგმები და გავცვალეთ რეკომენდაციები.ავირჩიეთ მოსწავლეთა ერთ-ერთი ჯგუფი და POWER POINT-ში მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის პრეზენტაცია.