Friday, November 25, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგი დავიწყეთ დავავლებების განხილვით,ვიმუშავეთ ბლოგში,ვისწავლეთ ბლოგში დიზაინის შექმნა-შეცვლა,სურათების ატვირთვა,გვერდების შექმნა.ვისწავლეთ POWER POINT-ში WORD-ის დოკუმენტის ატვირთვა.
მადლობა მარეხს!

Sunday, November 13, 2016

მე-4 დღე


დღეს განვიხილეთ დავალებები მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების შესახებ.

შევისწავლეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განმსაზღვრელი ინსტრუმენტები და გავეცანით ნიმუშებს.

გავეცანით პროექტის პრეზენტაციის შაბლონს და ვისწავლეთ მისი შევსება.

Saturday, November 12, 2016

ინტელის ტრენინგის მე-3 დღე



ტრენინგი დავიწყეთ შესრულებული დავალების პრეზენტაციით.გავეცანითპროექტის გეგმის შაბლონებს.განვიხილეთ  განახლებული ბლუმის ტაქსონომია.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,კერძოდ:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი და შემდეგ ეს ყველაფერი ჩავწერეთ პროექტის სამოქმედო გეგმის ნიმუშში.
ჩემი ძლიერი მხარეა ის,რომ კომპიუტერს ვფლობ ისეთ დონეზე,რომ ტექნიკური თვალსაზრისით არ მიჭირს მასზე მუშაობა და სავარჯიშოსთვის მოცემულ დროის მონაკვეთში ადვილად ვეტევი.
სუსტი მხარეა ის,რომ მგონია ძალიან ადვილია,მესმის,ვიგებ და სახლში მისვლისას ნასწავლის გახსენებას დიდ დროს ვანდომებ.

Sunday, November 6, 2016

ტრენინგის მეორე დღე



დღეს შევადგინეთ პროექტის გეგმა.გავეცანით შაბლონის ნიმუშს და ჩვენი გეგმის მიხედვით შევქმენით ახალი შაბლონი.შევქმენით ბლოგი და შევისწავლეთ პოსტის განთავსება.

ტრენინგის პირველი დღე




დღეს გავიარეთ ინტელის ტრენინგის პირველი დღე.გავეცანით ტრენინგის შინაარსს.VIEVER-ის მასალებს,შინაარსს და რესურსებს.21-ე საუკუნის უნარებს და პროექტის პორტფოლიოს შექმნის პრინციპს.