Saturday, November 12, 2016

ინტელის ტრენინგის მე-3 დღე



ტრენინგი დავიწყეთ შესრულებული დავალების პრეზენტაციით.გავეცანითპროექტის გეგმის შაბლონებს.განვიხილეთ  განახლებული ბლუმის ტაქსონომია.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,კერძოდ:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი და შემდეგ ეს ყველაფერი ჩავწერეთ პროექტის სამოქმედო გეგმის ნიმუშში.
ჩემი ძლიერი მხარეა ის,რომ კომპიუტერს ვფლობ ისეთ დონეზე,რომ ტექნიკური თვალსაზრისით არ მიჭირს მასზე მუშაობა და სავარჯიშოსთვის მოცემულ დროის მონაკვეთში ადვილად ვეტევი.
სუსტი მხარეა ის,რომ მგონია ძალიან ადვილია,მესმის,ვიგებ და სახლში მისვლისას ნასწავლის გახსენებას დიდ დროს ვანდომებ.

No comments:

Post a Comment